ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ევრო 2024-ს გამოტოვებს, – ამის შესახებ იტყობინება ნიდერლანდელთა პრესსამსახური.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბარსელონას“ ნახევარმცველი ცუდი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს მომავალ ტურნირში მონაწილეობას. დე იონგმა ბოლომდე ვერ მოახერხა აღდგენა კოჭის ტრავმის გამო და არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს დაზიანება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. ამასთან დაკავშირებით, ნახევარმცველი იძულებულია, დატოვოს ნიდერლანდების ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის დე იონგმა კოჭის ტრავმა აპრილის ბოლოს მიიღო, რის გამოც საკლუბო სეზონი ნაადრევად დაასრულა. თუმცა 29 მაისს ნიდერლანდების ნაკრების პრესსამსახურმა ევრო 2024-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც დე იონგიც შეიყვანეს.