„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
ნიდერლანდელმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა ლა ლიგის მატჩში „სელტას“ (3:2) წინააღმდეგ, რის გამოც 36-ე წუთზე შეცვალეს.
„ბარსელონას“ არ გამოუცხადებია ფეხბურთელის აღდგენის ვადები. გამოცემა Mundo Deportivo-ს მონაცემებით, მკურნალობა 5-7 კვირას დაიკავებს. ასე რომ, დიდი ალბათობით დე იონგს მოუწევს „რეალთან“ მატჩის გამოტოვება, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა ლა ლიგის ექვს მატჩში ერთი გოლი გაიტანა.