ფრენკ ლემპარდმა „ჩელსიში“ ფულადი ჯარიმები შემოიღო
ფრენკ ლემპარდმა „ჩელსიში“ ფულადი ჯარიმები შემოიღო

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა ფეხბურთელებისთვის ფულადი ჯარიმები შემოიღო, – იტყობინება FourFourTweet.

ვარჯიშზე დაგვიანებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 20 ათასი ფუნტის ოდენობით. 10 ათასით დააჯარიმებენ ფეხბურთელს, თუ ის ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე არ შეატყობინებს ხელმძღვანელობას ავადმყოფობის შესახებ.

მინიმალური ჯარიმა ათასი ფუნტია. ამ თანხას ფეხბურთელი მაშინ გადაიხდის, როცა მისი ტელეფონი დარეკავს სასადილოში ან გუნდის კრებაზე. და კიდევ, ამგვარი ჯარიმით დაისჯება ფეხბურთელი, რომელიც მატჩის დღეს არასაკლუბო ატრიბუტიკით გამოცხადდება.

გუნდის კრებაზე დაგვიანებული თითო წუთი 500 ფუნტს უტოლდება.

„ჩელსი“ პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ, „ლესტერთან“ მეორე ადგილს იყოფს.