ფრენკ ლემპარდი - „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდია
ფრენკ ლემპარდი - „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდია

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა განაცხადა, რომ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდად „მანჩესტერ სიტის“ მიიჩნევს  იმის მიუხედავად, რომ 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონი „ლივერპული“ გახდა.

„როცა „მანჩესტერ სიტის“ მსგავს გუნდთან სათამაშოდ გადიხარ, რომლის ინდივიდუალური ოსტატობა და სამწვრთნელო მუშაობის დონე უმაღლესია, ეჭვი არ გეპარება, რომ ის საუკეთესოა. საუკეთესო იმ ფეხბურთის მხრივ, რომელსაც ისინი აჩვენებენ. შესანიშნავია ამაზე დაკვირვება. პეპი და კლოპი – სულ სხვა დონეა. აი, რატომ მოიგო დღეს „ლივერპულმა“ პრემიერლიგა“, – განაცხადა ლემპარდმა.

25 ივნისს, „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც „ლივერპულმა“ შვიდი ტურით ადრე გაინაღდა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.