ფრენკ ლემპარდი - ფინალური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობის არჩევა მიჭირს
ფრენკ ლემპარდი - ფინალური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობის არჩევა მიჭირს

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ინგლისის თასის ფინალური მატჩის წინ, „არსენალის“ წინააღმდეგ საკუთარი გუნდის შემადგენლობის შერჩევა გაუჭირდა.

„ძალიან ბევრს სურს, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს, — ციტირებს ლემპარდის სიტყვებს Goal. – ბოლო შეხვედრებმა დაგვანახა, რომ სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და თამაშის ბედზე გავლენას მოხდენა შეუძლიათ.

ჩემთვის რთულია, გადავწყვიტო, რომელი ფეხბურთელები უნდა დავტოვო სათადარიგოთა სკამზე, მათთვისაც ეს რთული მისაღები იქნება“, – ამბობს ლონდონელების მთავარი მწვრთნელი.