ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა კლუბის ხელმძღვანელობას თხოვა – გამონახოს თანხა ახალი მეკარის შესაძენად.
ზოგიერთი ინფორმაციით, „არისტოკრატთა“ დამრიგებელი უკმაყოფილოა ესპანელი კეპა არისაბალაგას გამოსვლით და სურს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობა სხვა მეკარით შეავსოს.
25 წლის კეპა „ჩელსის“2018 წლის ზაფხულში შეუერთდა 72 მილიონ ფუნტად. ამით ის გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.
ამ სეზონში ესპანელმა 24 მატჩში 36 გოლი გაუშვა და მხოლოდ ოთხჯერ შეინახა კარი „მშრალად“.
აღვნიშნავთ, რომ „ჩელსის“მეორე მეკარე დღეისთვის არის 38 წლის ვილი კაბალიეროა, რომელსაც 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მას ამ სეზონში მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული – ორივე ინგლისის ლიგის თასზე.