ფრენბურთი | ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის MVP გახდა #1TVSPORT
პოლონურმა კლუბმა „დოლინა ჟეშუვმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიურ „ასტერიქსს“ 3:1 მოუგო. პოლონური გუნდის ქართველმა ლეგიონერმა, ანა კალანდაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 21 ქულა დააგროვა.
ანა კალანდაძის კარგი თამაში გამოარჩიეს და ქართველი ფრენბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„დოლინა ჟეშუვს“ კი ამ გამარჯვების შემდეგ რვა ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე დაწინაურდა. ანა კალანდაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს უკვე მომავალი წლის 10 იანვარს გერმანული „შტუტგარტის“ წინააღმდეგ გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ანა კალანდაძე ცოტა ხნის წინ პოლონეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.