ფრე უკრაინასთან - საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ფრე უკრაინასთან - საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ჩაატარა და ნოემბრის შეკრება უკრაინასთან ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელიც 1:1 დასრულდა.

საქართველოს 21-წლამდელებს მატჩამდე ვირუსისა და მაღალი ტემპერატურის გამო ეროვნული ნაკრებიდან დამატებული გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი, ასევე მეკარე ლევან თანდილაშვილი დააკლდათ.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს. ანგარიში 63-ე წუთზე უკრაინელებმა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ოლექსი კაშჩუკის ზუსტი დარტყმის შედეგად გახსნეს.

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც უპირატესობას ფლობდა, ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა. მოედნის ცენტრთან საბა ხვადაგიანმა გადაცემა ჩაჭრა, წინ წავიდა და საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

ამით საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის შეკრება დაასრულა. 2 შეხვედრაში 1 ფრე და 1 წაგება – ასეთია რამაზ სვანაძის გუნდის შედეგები, რომელიც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის რანგში ითამაშებს.


U21 საქართველო 1 – 1 უკრაინა U21


გოლები: 0:1 კაშჩუკი (63. კრასნოპირის პასით), 1:1 ხვადაგიანი (70)

საქართველო U21: კუტალაძე, ხვადაგიანი, გელაშვილი, კალანდაძე (74. კაპანაძე), მაისურაძე, მექვაბიშვილი, ნ. გაგნიძე (74. ო. მამაგეიშვილი), აზაროვი – ნ. ხორხელი (58. კვერნაძე), გაგუა (90+2. ფოცხვერია), გულიაშვილი (90+2. ლ. ხორხელი)