ფრე უელსთან - მაისურაძის გუნდმა შანსებით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
ფრე უელსთან - მაისურაძის გუნდმა შანსებით ვერ ისარგებლა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი ფრედ დაასრულა.

ვასილ მაისურაძის გუნდი მე-10 ჯგუფის პირველ ტურში, ნორვეგიაში, ოსლოსთან მდებარე ქალაქ ლავრიკისფრამპარკენზე“ უელსელ თანატოლებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გიორგი ჩხეტიანის, გიზი მამაგეიშვილისა და ლუკა გაგნიძის შეტევები უშედეგდო დასრულდა.

მეორე ტაიმში ვასილ მაისურაძის გუნდმა კიდევ უფრო აგრესიულად შეუტია – თავის გამოჩენა შეეძლოთ გიზი მამაგეიშვილს, გიორგი პირტახიას, გიორგი კვერნაძეს, გიორგი ხაბულიანს, მაგრამ უელსელთა მეკარე ედუარდ ბიჩი საიმედოდ თამაშობდა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მასპინძელმა ნორვეგიამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსოვო დამაჯერებლლად დაამარცხა (3:0) და პირველ ადგილზე დაწინაურდა, ხოლო საქართველო და უელსი 1-1 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო კოსოვო უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-10 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები 9 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი კოსოვოს შეხვდება, ხოლო მასპინძელი ნორვეგია – უელსს.