ფრე თურქმენებთან - „ლოკომოტივი“ შეკრებას აგრძელებს
ფრე თურქმენებთან - „ლოკომოტივი“ შეკრებას აგრძელებს
თურქულ შეკრებაზე თბილისის „ლოკომოტივი“ თურქმენულ კლუბს, „საგადამს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ დააასრულა.
 
თურქმენეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან გუნდთან დაპირისპირებაში თბილისთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა დააყენა. გოლი ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა, მატჩი კი 1:1 დასრულდა.
„ლოკომოტივი“ – „შაგადამი“ 1:1
„ლოკომოტივი“: მამარდაშვილი, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჭანტურია, მჭედლიშვილი, ანდრონიკაშვილი, შეყილაძე, იაკობიძე, იმრანი, შეწირული, სამურკასოვი
შეცვლაზე შევიდნენ: გავაშელიშვილი, ლომიძე
1 მოგენა, ქ ფრე დ 1 წაგება – ასეთია თურქულ შეკრენაზე „ლოკომოტივის“ ნაჩვენები შედეგები. თურქულ შეკრებაზე გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა დანიურ „ფრედერიციასთან“ მინიმალური სხვაობით – 0:1 წააგო. მეორე სპარინგი კი ირაკლი სიხარულიძის დუბლით, უკრაინული „მარიუპოლს“ 2:1 მოუგო.