ფრე „სენტ-ეტიენთან“ - დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
ფრე „სენტ-ეტიენთან“ - დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლა და გამარჯვება ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვა – 1:1.

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ს 26-ე ტურის შეხვედრაში „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა – ქართველი შემტევი მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის „ბორდო“ უკვე დაწინაურებული იყო.

„ბორდო“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა. „სენტ-ეტიენის“ კარი 46-ე წუთზე ალიუ ბაჯიმ აიღო 1:0, მაგრამ 81-ე წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ჯან-ფილიპ კრასომ გოლად გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ბორდომ“ 46 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ჰავრს“ (52) ჩამორჩება, მესამეადგილოსანსოშოსთან“ (44) უპირატესობა კი გაზარდა.