ფრე პორტუგალიასთან – „ბორჯღალოსნებმა“ სეზონი გახსნეს #1TVSPORT

17:17, 06.02.2022

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სეზონი პორტუგალიასთან მატჩით გახსნა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე გამოდგა.

მძიმე „ბორჯღალოსნებისთვის“ იყო, თორემ პორტუგალიელებმა 25 ქულა მოაგროვეს, სამი ლელო გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს. საქართველოს ნაკრებისთვის კი პირენეელებთან ნაჩვენები ფრე დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება.

ქართველთაგან ლელოები გაიტანეს ტაბუცაძემ, ქერდიყოშვილმა და ჯალაღონიამ. დანარჩენი ათი ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდებში ჩაატარებენ.

მსგავსი