ფრე ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის შემდეგ პირველად ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის შემდეგ პირველი მატჩი გამართა. ამსტერდამის „სპორტჰალენ ზაიდიზე“ ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.
ჩვენი გუნდის წევრები მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი სამკლავურებით გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მატჩის დებიუტში გახსნა. მე-4 წუთზე, შოთა თოფურიას პასით გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობა მე-8 წუთზე, საიდ ბუზამბუს ზუსტი დარტყმით აღადგინეს.
საქართველოს და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა ხვალ, 11 აპრილს გაიმართება. მასპინძელთა გადაწყვეტილებით, მატჩის რეპორტაჟი არ იგეგმება.
ნიდერლანდები 1:1 საქართველო
გოლები: 0:1 კეკელია (4. თოფურიას პასით), 1:1 საიდ ბუზამბუ (8. სანტ-იუსტეს პასით)
საქართველო: ბუკია – თოფურია, კეკელია, სებისკვერაძე, კურტანიძე
სათადარიგოები: ჯამბურია (მეკარე) -გიორგაია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჩიმაკაძე, ფუმასა, ბინიო, ტყეშელაშვილი, ქურდაძე, სებისკვერაძე
11 აპრილი, ამსტერდამი, 16:00
ნიდერლანდები – საქართველო