ფრე ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის შემდეგ პირველად ითამაშა #1TVSPORT
ფრე ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის შემდეგ პირველად ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის შემდეგ პირველი მატჩი გამართა. ამსტერდამის „სპორტჰალენ ზაიდიზე“ ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.

ჩვენი გუნდის წევრები მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი სამკლავურებით გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მატჩის დებიუტში გახსნა. მე-4 წუთზე, შოთა თოფურიას პასით გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობა მე-8 წუთზე, საიდ ბუზამბუს ზუსტი დარტყმით აღადგინეს.

საქართველოს და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა ხვალ, 11 აპრილს გაიმართება. მასპინძელთა გადაწყვეტილებით, მატჩის რეპორტაჟი არ იგეგმება.

ნიდერლანდები 1:1 საქართველო

გოლები: 0:1 კეკელია (4. თოფურიას პასით), 1:1 საიდ ბუზამბუ (8. სანტ-იუსტეს პასით)

საქართველო: ბუკია – თოფურია, კეკელია, სებისკვერაძე, კურტანიძე

სათადარიგოები: ჯამბურია (მეკარე) -გიორგაია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჩიმაკაძე, ფუმასა, ბინიო, ტყეშელაშვილი, ქურდაძე, სებისკვერაძე

11 აპრილი, ამსტერდამი, 16:00

ნიდერლანდები – საქართველო

დატოვე კომენტარი