ფრე მეორე სპარინგში - 19-წლამდელთა ნაკრები ისრაელს დაუზავდა #1TVSPORT
ფრე მეორე სპარინგში - 19-წლამდელთა ნაკრები ისრაელს დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრებმა შეფაიმისბეით ჰა-ნივხაროტზე“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ისრაელის თანატოლთა ნაკრებთან და ამჯერად ფრედ ითამაშა.

პირველი შეხვედრა ვასილ მაისურაძის გუნდმა „საბურთალოს“ ცენტრალური ნახევარმცველის, ლუკა წულუკიძის ჰეთ-თრიქით 3:2 მოიგო. ამჯერად კი გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ისრაელი – საქართველო 0:0

საქართველო U19: ხარატიშვილი (46. თანდილაშვილი), დუნდუა, პირტახია, უგრეხელიძე, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი (77. ჩაგანავა), გეგუჩაძე, გ. მამაგეიშვილი (77. გოცირიძე), წულუკიძე, კვერნაძე (46. ავალიანი), იობაშვილი (77. ხაბულიანი)

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 23, 26 და 29 მარტს ხორვატიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად რუმინეთს (23 მარტს), ისლანდიას (26 მარტს) და ხორვატიას (29 მარტს) დაუპირისპირდება.