ფრე ამხანაგურ შეხვედრაში - „ლოკომოტივმა“ სეზონის პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა საგურამოში სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ დაასრულა.
თბილისელთა მეტოქე ეროვნული ლიგა2-ის „ვიტ-ჯორჯია“ იყო. შეხვედრა საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე გამართა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და მე-13 წუთზე დაწინაურდა. მეტოქის კარი ირაკლი ჭიაბრიშვილმა აიღო.
გუნდებმა მეორე ტაიმში შემადგენლობები გამოცვალეს. თბილისის „ლოკომოტივმა“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩის მიწურულს გოლი გაუშვა – „ვიტ ჯორჯიას“ შეტევა ზუსტი დარტყმით ბექა ჭოხონელიძემ დააგვირგვინა და ამხანაგური შეხვედრა 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში „ლოკომოტივი“ ძირითადი შემადგენლობის ბირთვს და მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობა და ახალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშებს.
„ლოკომოტივი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:1
გოლები: ჭიაბრიშვილი ირაკლი (13), ჭოხონელიძე ბექა (88)