ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციას ითხოვს

15:34, 06.04.2026

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციას ითხოვს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის მიერ მომზადებული კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე გადაეგზავნება.

„საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაცია გვექნება და შესაძლებლობა იქნება ინტერპელაციის“, – დასძინა პაპუაშვილმა.

მსგავსი