ტურინის „იუვენტუსმა“ შეათანხმა ფრანსისკო კონსეისაოს ტრანსფერი „პორტოდან“. ინტერნეტგამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, გარიგება პირდაპირი იჯარის სახით გაფორმდება, რაც „იუვენტუსს“ სეზონში შვიდი მილიონი ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ ტურინულ კლუბს არ ექნება სეზონის ბოლოს პორტუგალიელი გარემარბის გამოსყიდვის უფლება.
ფრანსისკო კონსეისაომ გასულ სეზონში ხუთი გოლი გაიტანა პორტუგალიის ჩემპიონატის 27 მატჩში, გარდა ამისა, პორტუგალიის ნაკრებში ევრო 2024-ზე ითამაშა და ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.