ფრანს ტიმერანსი - პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს
პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერანსმა განაცხადა.
„სანქციებს დიდი ეფექტი აქვს, ომი ძვირი ჯდება და პუტინმა უკვე წააგო. ის შეცდა უკრაინელების მდგრადობასთან დაკავშირებით. უკვე ვერავინ ბედავს, მას სრული სიმართლე უთხრას, მათ შორის, მისი არმიის მდგომარეობასთან დაკვაშირებით, რომელიც კორუმპირებულმა ოფიცრებმაა გაანადგურეს“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი კიდევ ორ წელს გრძელდებოდა, ჰიტლერმა ის 1943 წელს წააგო.
ტიმერანსის თქმით, პუტინი იარაღაად ენერგეტიკასა და მიგრაციას იყენებს.
„ის ჩვენ წინააღმდეგ იარაღაად ენერგეტიკასა და მიგრაციას იყენებს. იმიტომ, რომ იცის, მოწყვლადები ვართ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით. მას იმედი აქვს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან ამდენი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩადო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მეტ ძალაუფლებას მოიპოვებენ“, – ამბობს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.