„ფრანს პრესი“ - უცნობმა პირებმა დაკადან დუბაიში მიმავალი თვითმფრინავის გატაცება სცადეს
„ფრანს პრესი“ - უცნობმა პირებმა დაკადან დუბაიში მიმავალი თვითმფრინავის გატაცება სცადეს

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან დუბაიში მიმავალი თვითმფრინავის გატაცება სცადეს.

ბანგლადეშის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ქალაქ ჩიტაგონგის აეროპორტში. მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაჭრილია.

გამტაცებლები სავარაუდოდ ჯერ კიდევ ბორტზე არიან. აეროპორტში მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია.