„ფრანს პრესი“ - სტამბოლში რუსეთ-უკრაინის შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება
„ფრანს პრესი“ - სტამბოლში რუსეთ-უკრაინის შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება

უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანიც ესწრება.

უკრაინის დელეგაციაში ასევე განაცხადეს, რომ შეხვედრის დაწყებამდე დელეგაციების ხელმძღვანელებსა და თურქ მინისტრს შორის შეხვედრა შედგა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მხარეებს მოკლე შესავალი სიტყვით მიმართა. მისი თქმით, თურქეთის მიზანია, „ეს სისხლიანი ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.

„აქ საბოლოო საბოლოო მიზანია ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გზას გაუხსნის მშვიდობას“, – დასძინა მან.

თურქეთში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.