გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების შემდეგ, ლიგა 1-ის 2019-20 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
11 საუკეთესოს შორის მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ხუთი ფეხბურთელი, სამი – „რენიდან“, ორი – „რეიმსიდან“ და ერთი – „მონაკოდან“.
საფრანგეთში წლის სიმბოლურმა ასეთი სახე მიიღო:
მეკარე – პრედრაგ რაიკოვიჩი (რეიმსი);
მცველები – ამარი ტრაორე, ფეტუ მაუსა (ორივე – რენი), ტიაგო სილვა (პსჟ), იუნის აბდელჰამიდი (რეიმსი);
ნახევარმცველები – მარკო ვერატი, ანხელ დი მარია (ორივე – პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი);
ფორვარდები – კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე – პსჟ), ვისამ ბენ იედერი (მონაკო).