„ფრანს 24“ – ბოლო ორ დღეში აქციებისას საფრანგეთში დაკავებულ პირთა რაოდენობა 1 314-მდე გაიზარდა

16:42, 25.10.2026

24-25 ოქტომბრის აქციებისას საფრანგეთში დაკავებულ პირთა რაოდენობა 1 314-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ფრანს 24“ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური უწყების ცნობით, აქციებზე დემონსტანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებისას 53 ოფიცერი დაშავდა. ამასთან, როგორც ცნობილია, 24-25 ოქტომბრის აქციების მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეებმა სულ 24 მაღაზია გაძარცვეს, ხოლო პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს გაჩენილ 75 ხანძარზე რეაგირება მოახერხა.

გამოცემა AFP ტულუზას პრეფექტურაზე დაყრდნობით წერს, რომ აქციისას 20 წლის ახალგაზრდას ხელი მძიმედ დაუშავდა. ერთ-ერთმა პირმა კი მედიასთან განაცხადა, რომ დაშავებულს მარჯვენა ხელის რამდენიმე თითზე განსაკუთრებული ზიანი მიადგა.

მედიის ცნობით, ქალაქ პუატეიში კი ერთ-ერთ მომიტინგეს მარცხენა თვალი აქვს დაშავებული.

ცნობისთვის, 24-25 ოქტომბრის ღამეს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი