ფრანკო კარარო - „სკუადრა აძურას” მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლით იტალიის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება
ფრანკო კარარო - „სკუადრა აძურას” მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლით იტალიის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება

„სკუადრა აძურას” მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლით იტალიის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება, – ასე შეაფასა იტალიის საფეხბურთო ნაკრების ჩავარდნა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანკო კარარომ.

„უხეში შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ვერგასვლით იტალიის ეკონომიკა სერიოზულად იზარალებს. პირდაპირი დანაკარგი მინიმუმ 500-600 მილიონი ევრო იქნება, ხოლო ირიბი, სავარაუდოდ, მილიარდ ევროსაც გადააჭარბებს” – ამბობს კარარო.

იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონატის ორმატჩიან პლეი-ოფში შვედებთან (0:1, 0:0) დამარცხდნენ და 1958 წლის შემდეგ, ფინალური ტურნირის მიღმა პირველად დარჩნენ.

შვედებმა „სკუადრა აძურა” დიდი ტურნირის მიღმა მეორედ დატოვეს. პირველად ეს 1984 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ იტალია ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მაშინ აპენინელებს შვედებმა ორივე ჯგუფური შეხვედრა მოუგეს (0:2 და 0:3).