ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობის, ძალადობის წინაშე

13:12, 26.12.2022

უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და უკრაინაში ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობისა და ძალადობის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

„ჰუმანიტარული იმპერატივია, რომ ჩვენ დავდგეთ მათ გვერდით, ვისაც თავს დაესხნენ, დაემუქრნენ და დაჩაგრეს. ბევრს გამოუცდია საშინელი რამ, რამაც ისე შეაშინა, რომ კარის დაკეტვაზეც კი კანკალებს“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე განაცხადა, რომ სასტიკმა ომმა, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, გამოიწვია უკრაინელი ხალხის საშინელი ტანჯვა, ასევე შიში იმისა, რომ საომარი მოქმედებები გავრცელდება.

მსგავსი