ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
სოფელ ოძისში გერმანიის პრეზიდენტი ჩასვლას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოხარული ვარ, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ოძისში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეუერთდა პატრულირებაში. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და დელეგაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ მოახსენეს. ისინი გერმანელ დამკვირვებლებს შეხვდნენ. გერმანია ამ მისიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, ამჟამად 12 გერმანელი პროფესიონალია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში“, – წერს ჰოეგი „ტვიტერზე“.
Delighted that President of 🇩🇪,Dr. @FrankWalterSte3 joined #EUMM patrol in Odzisi today. Dr. @FrankWalterSte3 and delegation briefed on developments at ABL, met German monitors. 🇩🇪is one of the main contributors of Mission – presently 12 great 🇩🇪professionals in #EUMM. pic.twitter.com/fyEQcT2YUV
— Erik Hoeg (@erik_hoeg) 8. októbra 2019