ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ომი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ომი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ

ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის პირობებში, ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დაგვყონ. არ უნდა დავუშვათ გაერთიანებული ევროპის დიდი საქმის განადგურება. საუბარია ორმაგი გაგებით ჩვენი ღირებულებების და ჩვენი სამყაროს სისტემის საერთოობაზე“, – განაცხადა შტაინმაიერმა.