ფრანკ რიბერის „გალათასარაი“ ეპატიჟება
ფრანკ რიბერის „გალათასარაი“ ეპატიჟება

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შესაძლოა „გალათასარაიში“ გადავიდეს სათამაშოდ, – იტყობინება „შპორტბილდი“ (Sportbild). გამოცემის ინფორმაციით, თურქული კლუბის წარმომადგენლები ამ კვირას აპირებენ ვეტერან ფრანგთან შეხვედრას. რიბერის 2005 წელს უთამაშია „გალათასარაის“ შემადგენლობაში.

თავად რიბერის სურს, რომ ეს სეზონი „ბაიერნში“ ჩაამთავროს. გერმანულ კლუბთან კონტრაქტი მას 2019 წლის ზაფხულში ეწურება. ცნობილია, რომ ამ სეზონის შემდეგ, რიბერი და ჰოლანდიელი არიენ რობენი გერმანული გრანდის რიგებს დატოვებენ.

რიბერი „ბაიერნში“ 2007 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგის ბოლო ტურში მან „აინტრახტის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.