ფრანკ რაიკაარდი, შესაძლოა, ისევ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა განიხილავს მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდელი ფრანკ რაიკაარდის დაბრუნებას, – იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, რაიკაარდი კატალონურ კლუბში დიდი პატივისცემით სარგებლობს, ასევე მის დანიშვნას ემხრობიან ფეხბურთელები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან.
58 წლის ნიდერლანდელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო საუდის არაბეთის ნაკრები, რომელიც 2013 წელს დატოვა. რაიკაარდი „ბარსელონას 2003-08 წლებში წვრთნიდა. მან ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და 2006 წელს გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე.