ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური ტოვებს თავის პოსტს.
სპეციალისტმა გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს გუნდთან მუშაობას ევრო 2020-ზე მერვედფინალიდან გამოთიშვის შემდეგ. ნიდერლანდებმა 0:2 წააგო ჩეხეთთან.
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტა განპირობებულია იმით, რომ ნაკრებმა ვერ შეასრულა ამოცანა და ვერ გავიდა მეოთხედფინალში.
51 წლის დე ბური ნიდერლანდების ნაკრებს 2020 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.