ფრანგულმა კლუბმა ახალ ზელანდიელი მორაგბე კარანტინის წესების დარღვევისთვის გუნდიდან გაუშვა
ფრანგულმა კლუბმა ახალ ზელანდიელი მორაგბე კარანტინის წესების დარღვევისთვის გუნდიდან გაუშვა

ახალი ზელნადიის ნაკრების ყოფილი წევრი ტომ ტეილორი უგონდოდ დარჩა. 31 წლის მორაგბე ფრანგულმა კლუბმა „პო“-მ გუნდიდან გაუშვა. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ახალმა ზელანდიელმა მორაგბემ საფრანგეთი უკითხავად დატოვა და კარანტინის წესები დარღვია. ტეილორის ასეთ საქციელზე სარაგბო კლუბ „პო“-ს ხელმძღვანელობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ტომ ტეილორი ფრაგული „პო“-ს შემადგენლობაში 2016 წლიდან თამაშობს და 54 შეხვედრაში 455 ქულა აქვს. მანამდე კი ახალ ზელანდიელი მორაგბე ტულონის რიგებში გამოდიოდა. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს, მას ოლ ბლექსის შემადგენლობაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული და ტეილორის ანგარიშზე 14 ქულაა.