ფრანგული ტურნე - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ადგილობრივი „სურენსი“ დაამარცხეს #1TVSPORT
ფრანგული ტურნე - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ადგილობრივი „სურენსი“ დაამარცხეს #1TVSPORT

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგულ ტურნეზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ადგილობრივ „სურენსთან“ 24:21 გაიმარჯვეს.

შეხვედრა ფრანგული გუნდის უპირატესობით დაიწყო და მასპინძლები მატჩის პირველ ნახევარში 14:0 დაწინაურდნენ. თუმცა, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შესვენებამდე ორი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა. თავი ლუკა ხორბალაძემ და რატი პაპაშვილმა გამოიჩინეს, გელა ხელაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 12:14.

შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა ერთი ლელო გაუშვა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე საპასუხოდ ორჯერ დაალელოვეს (მესამე ლელოს ავტორი ტატო ბუთიკაშვილია, მეოთხე კი ანდრო დვალის ანგარიშზეა).

საბოლოოდ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგული ტურნე წარმატებით დაიწყეს, თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს – 24:21.

18-წლამდელთა ფრანგული ტურნე. პირველი მატჩი. 25 აგვისტო

სურენსი – საქართველო 21:24

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. რატი პაპაშვილი (აკადემია), 11. ნიკა გოგუა (არმაზი), 10. გუჯა მახარაშვილი (აია), 9. ლადო ტყაბლაძე (აია);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. გიგი ჭუმბურიძე (აია), 3. გიგა თუთისანი (აია), 4. ჯაბა ოდიშარია (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).

მარქაფა: 1. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 2. შოთა ხელაძე (აია), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. ნიკა გაბედავა (ხარები), 5. კახა შეყილაძე (ხვამლი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო); 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. გელა ხელაძე (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 15. ლუკა ჭინჭარაული (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი