ფრანგული სტუდენტური ორგანიზაციის ცნობით, სკოლებში რეფორმების მოთხოვნით, დღეს საფრანგეთის ქუჩებში 450 000 მომიტინგე გამოვიდა [ვიდეო]

19:31, 06.10.2026

სტუდენტური ორგანიზაცია L’Union Etudiante აცხადებს, რომ, სკოლებში რეფორმების მოთხოვნით, დღეს საფრანგეთის ქუჩებში 450 000 მომიტინგე გამოვიდა, რაც, მათივე შეფასებით, „აბსოლუტურად ისტორიული მოვლენაა“.

ამასთან, ცნობილია, რომ მხოლოდ პარიზში დაახლოებით 86 000 აქტივისტი შეიკრიბა. პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან, აქტივისტების ნაწილმა ქალაქის ქუჩებში ბარიკადები აღმართა და ცეცხლი გააჩინა.

„როიტერის“ ცნობით, რამდენიმე დემონსტრანტმა ცრემლსადენი გაზის ყუმბარები უკან, პოლიციის მიმართულებით ისროლა.

დემონსტრანტებმა ასევე ხანძარი გააჩინეს ქალაქ რენშიც. სპეცრაზმელებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ცნობით, ქალაქში დემონსტრაცია ამ დროისთვის დასრულებულია.

ამასთან, ათასობით დემონსტრანტი აქციებს მართავს მარსელში, ნიცაში, ნანტში, ლიონსა და სხვა ქალაქებში.

აქციის მონაწილეებმა კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

მსგავსი