ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებებისთვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი დასრულდა
ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებებისთვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი.

მისივე თქმით, ამჟამად დამატებით შესყიდული ახალი სისტემების, მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი სისტემების, მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელსაც, სავარაუდოდ, 2021 წელს დავასრულებთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.