ფრანგული პრესა - როლან გაროსის სტარტი ერთი კვირით გადაიწევა #1TVSPORT
„დიდი სლემის“ მეორე ტურნირი – როლან გაროსი 2021 წელს საფრანგეთში ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება. როგორც ავტორიტეტული გაზეთი „ეკიპი“ წერს, ტურნირი სტარტს არა 23 მაისს, არამედ 30 მაისს აიღებს.
საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ მაისის ბოლოს ქვეყანაში შესუსტდება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და ტრიბუნებზე მაყურებლებსაც დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ გრუნტის კორტების მთავარი ტურნირი გასულ წელსაც გადაიტანეს და ის ზაფხულის ნაცვლად, სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართა.