ფრანგული პრესა - „მონაკოში“ ჟარდიმს სპალეტი შეცვლის
ფრანგული პრესა - „მონაკოში“ ჟარდიმს სპალეტი შეცვლის

„მონაკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდო ჟარდიმმა, შესაძლოა, უახლოეს ხანში დატოვოს პოსტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, – წერს „კალჩიომერკატო“ (Calciomercato). საფრანგეთის ჩემპიონატის ხუთი ტურის შემდეგ, მონაკოელებმა მხოლოდ ორი ქულა დააგროვეს.

როგორც ფრანგულ პრესაში წერენ, პორტუგალიელი სპეციალისტი, შესაძლოა, იტალიელმა ლუჩანო სპალეტიმ შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ჟარდიმი შარშანაც დაითხოვეს „მონაკოდან“, მაგრამ მალე დააბრუნეს, რადგან მისმა შემცვლელმა ტიერი ანრიმ კიდევ უფრო ცუდი შედეგები აჩვენა.