ფრანგული პრესა - მბაპეს დაპირდნენ, რომ პსჟ-ში ყველა მასზე ითამაშებდა, მაგრამ თანაგუნდელები ამით უკმაყოფილონი არიან - „მონპელიესთან“ მატჩის შესვენებაზე მათ შორის კონფლიქტი იყო # 1TVSPORT
ფრანგული პრესა - მბაპეს დაპირდნენ, რომ პსჟ-ში ყველა მასზე ითამაშებდა, მაგრამ თანაგუნდელები ამით უკმაყოფილონი არიან - „მონპელიესთან“ მატჩის შესვენებაზე მათ შორის კონფლიქტი იყო # 1TVSPORT

ფრანგულ პრესაში კვლავინდებურად იწერება იმის შესახებ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს რთული ურთიერთობები აქვს თანაგუნდელებთან.

წერენ, რომ, როცა ფრანგი ახალ კონტრაქტს აფორმებდა ფრანგულ კლუბთან, მას დაპირდნენ, რომ სხვა ფეხბურთელები მასზე ითამაშებდნენ. მაგრამ თანაგუნდელებს ეს იდეა არ მოეწონათ და ახლა, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი გუნდიდან გარიყულად გრძნობს თავს.

„მონპელიესთან“ ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მბაპეს დაძაბული საუბარი ჰქონდა სხვა ფეხბურთელებთან და ამ კამათში სამწვრთნელო შტაბის წევრებს მოუწიათ ჩარევა.

კილიანი კვლავინდებურად იმეორებს, რომ ის უნდა იყოს „პარი სენ-ჟერმენში“ მთავარი ვარსკვლავი, უნდა დაასრულოს კომბინაციები და ნაკლები იმუშაოს უბურთოდ.

ამ სეზონში 23 წლის თავდამსხმელმა ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.