ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი ორშაბათს შეიძლება „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
ჟურნალ „ეკიპის“ (L’Equipe) მონაცემებით, ანრიმ ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის თანამდებობა უნდა დატოვოს და მონაკოში ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდეს. წყაროს ცნობით, ანრის თავის თანაშემწედ სურს წაიყვანოს „რენის“ რეზერვისტთა მწვრთნელი ჟულიენ სტეფანი.
შეგახსენებთ, რომ „მონაკომ“, ათმატჩიანი მოუგებელი სერიის გამო, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლეონარდო ჟარდიმი გაანთავისუფლა.