ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში მინიმალური ხელფასი პირველი დეკემბრიდან გაიზრდება

11:51, 09.11.2026

საფრანგეთში მინიმალური ხელფასი პირველი დეკემბრიდან გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მინიმალური ხელფასი, რომელიც ამჟამად, გადასახადების გამოკლებით, 1 477 ევროს შეადგენს, 1 500 ევროს გადააჭარბებს. ამასთან, ხელფასის მატების ზუსტი ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლება პრემიერ-მინისტრ სებასტიენ ლეკორნიუს, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

ცნობისთვის, მინიმალური ხელფასის გაზრდა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. პროფკავშირები ცხოვრების გაძვირების ფონზე ანაზღაურების უფრო მნიშვნელოვან ზრდას მოითხოვენ. როგორც მედია აღნიშნავს, საუბარია არა იმ დასაქმებულებზე, რომლებიც 1 500 ევროზე მეტს გამოიმუშავებენ, არამედ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის 1 500 ევროზე მეტად გაზრდაზე. ეს თანხა ხელზე ასაღებ ყოველთვიურ ანაზღაურებას გულისხმობს.

მსგავსი