ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში საკონსულტაციო ფირმების მომსახურებისთვის გადაჭარბებული ხარჯების გამო ჩხრეკა ჩაატარეს
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში საკონსულტაციო ფირმების მომსახურებისთვის გადაჭარბებული ხარჯების გამო ჩხრეკა ჩაატარეს

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ შენობაში საკონსულტაციო ფირმებისთვის მომსახურების შეკვეთისას შესაძლო კორუფციის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლომ გამოძიება 2022 წლის ოქტომბერში, საფრანგეთის სენატის კომიტეტის მოხსენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც დაადგინა საკონსულტაციო ფირმების „მასობრივი და მზარდი“ გამოყენება საჯარო ხელისუფლების მიერ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 2021 წელს საფრანგეთის სახელმწიფომ თითქმის მილიარდი ევრო დახარჯა მესამე მხარის საკონსულტაციო ფირმების მომსახურებაზე.