ფრანგული მედია ზურიკო დავითაშვილზე - „ბორდო“ უფერულად უტევდა, სანამ ზურიკომ მოედანი მარტომ არ გადალახა #1TVSPORT
ფრანგული მედია ზურიკო დავითაშვილზე - „ბორდო“ უფერულად უტევდა, სანამ ზურიკომ მოედანი მარტომ არ გადალახა #1TVSPORT

ფრანგული მედია გამოეხმაურა ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავ სტარტს „ბორდოში“ – საქართველოს ნაკრების შემტევმა პირველივე შეხვედრაში გატანილი გოლით „ბორდოს“ მოაგებინა, მეორე შეხვედრაშიც გამორჩეული იყო და საგოლე გადაცემით გუნდს გასვლაზე „ლავალთან“ მოგებაში (2:1) დაეხმარა.

69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, დავითაშვილმა მოედნის ცენტრში დაწყებული შეტევა მარცხენა ფლანგზე გააგრძელა, თანაგუნდელთან ბურთის გათამაშების შემდეგ საჯარიმოში ორ მცველს გასცდა და ჰონდურასელ თავდამსხმელს, ალბეტ ელისს ქუსლით გაკეთებული ეფექტური პასით გაატანინა.

Svenskafans

„ბორდო“ დიდხანს უფერულად უტევდა. ასე გაგრძელდა, სანამ დავითაშვილმა საჯარიმოში დიაგონალი მარტომ არ გადალახა, ქუსლით ბურთი ელისს დაუბრუნა, რომელმაც კარის ზედა კუთხეში გაიტანა – 1:2“.

webgirondins

„ბორდო“ ცეცხლოვან ფეხბურთს აჩვენებს. არ დაგვავიწყდება 69-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის 20-მეტრიანი დრიბლინგი, დარტყმა და ქუსლით პასი, რომლის შემდეგაც ელისს „ბორდოს“ მეორე გოლი გაიტანინა. მეორე თამაშში დავითაშვილმა ქუსლით გაკეთებული პასით „ბორდოს“ მოგებაში კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა“ .

girondins33

„ქართველმა გარემარბმა დრიბლინგის შესანიშნავი სერია შეასრულა, სანამ ალბერტ ელისს ბურთს იდეალურ ადგილზე გადააწოდებდა. პირველ მატჩში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ, ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა მეორე მატჩში შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ბორდომ“, რომელიც მთავარ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის, საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 10 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და „ამიენთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა 2 შეხვედრაში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა“.