ფრანგული მედია - საფრანგეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა
ფრანგული მედია - საფრანგეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცველებმა „11 სექტემბრის მსგავსი“ მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით „ფრანსინფო“ იუწყება, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ გასულ თვეს დააკავა, 11 სექტემბრის ტერაქტით იყო შთაგონებული და თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა. დაკავებული 30 წლის მამაკაცია. ის საფრანგეთის მოქალაქეა. თუმცა, სამართალდამცველები დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.

შს მინისტრ კრისტოფ კასტანერის განცხადებით, ეს უკვე რიგით 60-ე აღკვეთილი ტერაქტია საფრანგეთში, 2013 წლის შემდეგ.