ფრანგული მედია - პარიზის რესტორნებში, კომენდანტის საათის დროს, დახურული წვეულებები იმართება, რომელთაც მინისტრები ესწრებიან
ფრანგული მედია - პარიზის რესტორნებში, კომენდანტის საათის დროს, დახურული წვეულებები იმართება, რომელთაც მინისტრები ესწრებიან

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში, კომენდანტის საათის დროს, სოციალური წესების დარღვევით წვეულებები იმართება, რომელზე დასწრებაც სოლიდური ფასი ღირს.

რამდენიმე წვეულების ამსახველი ვიდეო კერძო ტელეკომპანია „M6“-მა გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ირკვევა, პარიზში, დახურულ წვეულებებზე დასწრება 160-დან 490 ევრომდე ღირს. წვეულების ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ სტუმრებს პირბადეები არ უკეთიათ და სოციალურ დისტანციას არ იცავენ.

ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, დახურულ ღონისძიებებს „მინისტრებიც ესწრებოდნენ“.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ამჟამად მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. კომენდანტი 19:00 საათზე იწყება და 06:00 საათამდე გრძელდება. დღის განმავლობაში კი, მოქალაქეებს სახლიდან 10 კილომეტრზე მეტი მანძილით გადაადგილება ეკრძალებათ.

კანონის მიხედვით, რესტორანი, რომელიც კომენდანტის საათის დროს სტუმრებს მიიღებს, 15 000 ევროთი დაჯარიმდება. სოციალური დისტანციისა და პირბადის გარეშე წვეულებაზე მყოფმა თითოეულმა სტუმარმა კი, 135 ევრო უნდა გადაიხადოს.

დატოვე კომენტარი