ფრანგული მედია – მუნიციპალურ არჩევნებზე საერთო აქტივობა 56%-დან 58.5%-მდე იყო, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 63.55%-ს შეადგენდა
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში, მუნიციპალურ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 56%-დან 58.5%-მდე იყო, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 63.55%-ს შეადგენდა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე დაიხურა. კენჭისყრა ორ ტურად ტარდება – მეორე ტური 22 მარტს გაიმართება. მეორე ტურში მხოლოდ ის კანდიდატები გადავლენ, რომლებიც პირველ ტურში ხმების 10%-ზე მეტს დააგროვებენ.
„ხმა მივეცი. მადლობა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მნიშვნელოვანი დემოკრატიული მომენტის შეუფერხებლად წარმართვას. ჩვენი დემოკრატია ყვავის თითოეული ჩვენგანის თავდადების წყალობით“, – დაწერა სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმის მიცემის შემდეგ.
A voté !
Merci à tous nos compatriotes qui veillent au bon déroulement de ce moment démocratique important. Notre démocratie vit par l’engagement de chacune et de chacun.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) March 15, 2026