ფრანგული კომპანია LVMH სადეზინფექციო ხსნარის წარმოებას იწყებს
ფრანგული კომპანია LVMH, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი ბრენდი ლუი ვიტონია, ამიერიდან სადეზინფექციო გელების წარმოებას იწყებს. ამით კომპანია სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტის აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წარმოებულ ხსნარს სამედიცინო დაწესებულებები უფასოდ მიიღებენ.