ფრანგული გამოცემა - „სენტ-ეტიენი“ ზაფხულში რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ერთ-ერთი ზურიკო დავითაშვილია #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - „სენტ-ეტიენი“ ზაფხულში რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ერთ-ერთი ზურიკო დავითაშვილია #1TVSPORT

სენტ-ეტიენში“ ზაფხულში მასშტაბური ცვლილებები დაიწყება, გუნდს ხუთი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ერთ-ერთი ზურიკო დავითაშვილია – ინფორმაციას Ouest-france-ი ავრცელებს.

„სეზონის ბოლოს იმედგაცრუებისა და საფრანგეთის ლიგა 2-ში დარჩენის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება. „მწვანეები“ გუნდის მასშტაბურ განახლებას გეგმავენ. ამასთანავე, კლუბის ხელმძღვანელობას რამდენიმე მნიშვნელოვან მოთამაშესთან დამშვიდობება მოუწევს, რადგან მათ უფრო მაღალ დონეზე თამაში სურთ.

არსებული ინფორმაციით, ჯულიან ნგესანი, ზურიკო დავითაშვილი, ლუკას სტასინი და ებენეზერ ანანი გუნდს დატოვებენ. თუ ეს ტრანსფერები განხორციელდა, კლუბის ხაზინა რამდენიმე მილიონი ევროთი შეივსება“, – წერს ფრანგული გამოცემა.