ფრანგული გამოცემა - სათასო მატჩის გამო, „ბორდოს“ დავითაშვილის ნაკრებში გაშვება არ სურს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - სათასო მატჩის გამო, „ბორდოს“ დავითაშვილის ნაკრებში გაშვება არ სურს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი ვილი სანიოლმა მაროკოსთან 17 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის გამოიძახა, რასაც ქართველის კლუბი „ბორდო“ დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა webgirondins ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ „ბორდო“ საფრანგეთის თასის მატჩს საქართველო-მაროკოს დაპირისპირებიდან 2 დღეში ატარებს – 19 ნოემბერს საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში ჟორინდელებიტრელისაკს“ ესტუმრებიან, გუნდის მწვრთნელი დევიდ გიონი კი ქართველი შემტევის თამაშს იმედოვნებს.

„ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ვილი სანიოლმა 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე მიიწვია. როგორია მის გამგზავრებაზე „ბორდოს“ პოზიცია, რომელსაც თასზე შეხვედრა ელის?

17 ნოემბერს, 20:00-ზე, შარჯაში, საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ბორდოს“ მოთამაშეს დაუძახა. როგორც სტეინ გრეგერსენის შემთხვევაში, ჟირონდინებმაც უნდა გადაწყვიტონ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ზურიკო დავითაშვილი ამ სათასო მატჩში.

„ბორდო“ 19 ნოემბერს ითამაშებს საფრანგეთის თასზე „ტრელისაკის“ წინააღმდეგ. ფრანსერხიო და ნსიმბა ამ მატჩს გამოტოვებენ. საეჭვოა, რომ დევიდ გიონს მოეწონოს გუდნის კიდევ ერთი მოთამაშის არყოფნა, როდესაც „ბორდოში“ ისედაც საკადრო პრობლემებია.

დილით გიონი მედიასთან შეხვედრაზე „ბორდოს“ მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებში გამგზავრებაზე პოზიციის დაფიქსირებას მოერიდა. ცხადი გახდა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, – წერს ფრანგული გამოცემა.