ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ფედერიკო ვალვერდესა და „პარი სენ-ჟერმენის“ კავშირს უარყოფს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ფედერიკო ვალვერდესა და „პარი სენ-ჟერმენის“ კავშირს უარყოფს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ ურუგვაელი ნახევარმცველის, ფედერიკო ვალვერდეს სატრანსფერო კავშირი ფრანგულმა გამოცემამ, RMC Sport-მა უარყო.

ვალვერდე „სამეფო კლუბისთვის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ გასულ კვირას საწვრთნელ ბაზაზე მასა და მის თანაგუნდელს, ორელიენ ჩუამენის შორის კონფლიქტი მოხდა. მათ შორის ორჯერ დაფიქსირდა დაპირისპირება, რის გამოც კლუბმა ორივე ფეხბურთელს ჯარიმა დააკისრა. ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ეს ინციდენტი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაზე“ რომელიმე მოთამაშის გუნდიდან წასვლის მიზეზი.

ვალვერდეს პარიზულ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ჭორები სწორედ ამ მოვლენების ფონზე გავრცელდა. RMC Sport-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონსა და ურუგვაელს შორის არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარა. პარიზელებს მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ეძვირებათ და გარდა ამისა, მისი სათამაშო სტილი არ ჯდება პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ტაქტიკურ გეგმებში.