ფრანგული გამოცემა – „ლიონის“ ფინანსების ეკონომიის გეგმა მიქაუტაძის ტრანსფერს არ გამორიცხავს #1TVSPORT
„ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ არ არის გამორიცხული, დავალიანებების დასაფარად რამდენიმე ლიდერი გაყიდოს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც – ამის შესახებ ინფორმაციას Frenchfootballweekly-ი ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც ფინანსური მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, „ლიონი“ ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დარჩა, კლუბი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფინანსების ეკონომიის გეგმით იხელმძღვანელებს.
რაიან ჩერკის „მანჩესტერ სიტიში“ მომგებიანი ტრანსფერის შემდეგ (40 მილიონ ევრო ბონუსების ჩათვლით), სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების გუნდიდან წასვლაც არ არის გამორიცხული. ლაკაზეტის ისტორია უკვე დასრულებულია, მაგრამ ტრანსფერები ამით არ დასრულებულა – „ლიონი“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების გაშვებას გეგმავს.
კორენთინ ტოლისო, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი დარჩა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამიზნეა. მეკარე ლუკას პერი და თავდამსხმელები, ჟორჟ მიქაუტაძე და მალიკ ფოფანა, მათი სატრანფერო ფასის გათვალისწინებით, ასევე შეიძლება სხვაგან გადავიდნენ“.