ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - ლუკა მატკავა სეზონის ბოლომდე „კასტრში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - ლუკა მატკავა სეზონის ბოლომდე „კასტრში“ ითამაშებს #1TVSPORT

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ლუკა მატკავა კარიერას საფრანგეთის TOP 14-ში გააგრძელებს – „ბორჯღალოსნების“ მგეზავი „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით სეზონის ბოლომდე „კასტრს“ დაეხმარება, სადაც ტრავმირებულ პიერ პოპელინის შეცვლის.

გამოცემის ცნობით, 23 წლის მატკავასა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.

„კასტრი“ TOP 14-ის მიმდინარე გათამაშებაში მეხუთე ადგილზეა და პლეი ოფში თამაშის კარგი შანსი აქვს.